რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთს გამოჰყავს ტანკები, რომელთა მოხმარებაზე მდგომარეობის გამო ადრე უარი თქვეს

T-14 Armata

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი აპირებს T-14 Armata ტანკები გამოიყვანოს. T-14 აქამდე მისივე ძალებმა უარყვეს, ვინაიდან ტანკები ძალაინ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა ბოლო წლების განმავლობაში ტანკის ძრავასა და თერმულ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები არაერთხელ აღწერეს.

2021 წელს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 2022 წლისთვის დაგეგმილი T-14-ის წარმოება აღწერა, როგორც მხოლოდ „ექსპერიმენტულ-სამრეწველო“ პარტია. ამდენად, თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ტანკები ჩვეულებრივ ოპერაციულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებდა.

კომენტარები