მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი აღენიშნება – ვივამედის დირექტორი

მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსისთვისს დამახასიათებელი სიმპტომები - ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი აქვს. 

"მოვიდა ტესტის პასუხი და კორონავირუსი დადასტურებულია. მიმდინარეობს ჩვეულებრივად დამახასიათებელი კოვიდის სიმპრომებით - ტემპერატურის მატება, 38.5 და სახსრების ტკივილი. სუნთქვის უკმარისობა არ აქვს. 

შევთანხმდით შესაბამის მკურნალობის გეგმაზე, რომელიც პაციენტს უტარდება იქ, სადაც თვითონ აქამდე იმყოფებოდა. პროგნოზული თვალსაზრისით, ეს [ვირუსი] რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს". - ამბობს ის ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.  

ზურაბ ჩხაიძე ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს კოვიდი ადვოკატისგან ან ოჯახის წევრისგან გადაედო. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ის პერსონალი, რომელსაც სააკაშვილთან კონტაქტი აქვს, ინფიცირებული არ არის. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა. 

"სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა. როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ. დღესაც გონება დაკარგა". - დაწერა მან. მისივე ინფორმაციით, გუშინ, 23 იანვარს პროცესზე სააკაშვილის ექთანი არ გამოცხადდა - მიზეზად კი COVID-19-ით ინფიცირება დაასახელეს. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ექთანს გუშინ დილით მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მისი სწრაფი ტესტი კი სუსტად დადებითი იყო. ვივამედის დირექტორის განმარტებით, განმეორებით გაკეთებული სწრაფი ტესტითა და PCR ტესტით გადამოწმებით დადგინდა, რომ ექთანს COVID-19 არ აქვს. 

კომენტარები