მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

"სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა. როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ. დღესაც გონება დაკარგა". - დაწერა ხაჭაპურიძემ. 

ხაჭაპურიძე ასევე წერს, რომ გუშინ, 23 იანვარს პროცესზე სააკაშვილის ექთანი არ გამოცხადდა - მიზეზად კი COVID-19-ით ინფიცირება დაასახელეს.  

კომენტარები