საქართველო-რუსეთი

სოჭის პორტი: იმედია, აფხაზეთსა და საქართველოში მიმოსვლას დავიწყებთ, მოლაპარაკებები მიდის

სოჭის პორტი

რუსეთის სოჭის პორტის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაიწყონ. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა ისაუბრა.

"ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო გადაყვანები] აფხაზეთსა და საქართველოში დაიწყება. ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკებები. [გადაყვანის] დაწყებას ამ ზაფხულისთვის ვაპირებთ". – თქვა ვლადიმიროვმა და აღნიშნა, რომ მიმოსვლა სოჭისა და ბათუმის პორტებს შორის იქნება შესაძლებელი.

"საზღვაო გზით სამგზავრო გადაყვანის ახალ მიმართულებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ვეცდებით ჩვენი ტურისტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით განვითარება". – დაამატა პორტის დირექტორმა.

კომენტარები