რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა გერმანიას Leopard-2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე ოფიციალურად მიმართა

REUTERS/Ints Kalnins

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთმა გერმანიას Leopard-2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე ნებართვისთვის ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ იგი საკუთარ Twitter-ზე წერს. 

"გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა Leopard-2-ის ტიპის ტანკების უკრაინაში გაგზავნაზე. ასევე მივმართავ გერმანულ მხარეს, Leopard-2-ის ტანკებით შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციას. ეს ჩვენი საერთო საქმეა, რადგან საუბარი მთელი ევროპის უსაფრთხოებაზეა!". - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე. 

ბოლო დროს ოლაფ შოლცს დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი უკრაინისთვის Leopard-2-ის ტიპის ტანკების გადაცემისგან თავს იკავებს და პროცესს აჭიანურებს. მეტიც, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ გერმანია Leopard-2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას არ დათანხმდება, პოლონეთი სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მზად არიან უკრაინა ტანკებითა და საჭირო აღჭურვილობით მოამარაგონ, "მცირე კოალიციას" შექმნის.

ამის საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

კომენტარები