ევროკავშირმა უკრაინისთვის €500 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს, ბრიუსელში შეხვედრისას მიიღო. ამ დახმარების პაკეტით უკრაინა გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს მიიღებს.
ასევე, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ გერმანიამ თავისი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების პოლონეთის ტერიტორიაზე გადატანა დაიწყო.
ბერლინმა ვარშავას Patriot-ის ქვედანაყოფების პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგება მას შემდეგ შესთავაზა, რაც ნოემბერში სოფელ პრჟევოდოვთან აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.





