ახალგაზრდა თაობა

რომელ პროფესიებს ირჩევს თაობა Z და რატომ

Axios-მა თაობა Z-ს სამომავლო კარიერულ გეგმებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ახალი პროფესიები გაჩნდა, ინფლუენსერების, კონტენტის შემქმნელების, ვირტუალური თამაშების დეველოპერების სახით, აღმოჩნდა, რომ თაობა Z-ს დიდი ნაწილი მაინც ტრადიციული პროფესიების არჩევას ამჯობინებს. 

ახალგაზრდებს სურთ სოციალური მობილობა და ნაკლებად მიჯაჭვული არიან ერთ კონკრეტულ პოზიციაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარს ამბობენ სტაბილურობაზე. 

კვლევის მიხედვით, თაობა Z-ს შორის ყველაზე პოპულარული სფეროებია: ბიზნესი, მედიცინა და ინჟინერია. ამასთან,  სტარტაპთან და სამთავრობო სამსახურთან შედარებით, ისინი უპირატესობას დიდ ან საშუალო ზომის კომპანიაში მუშაობას ანიჭებენ. 

Axios-ის ცნობით, პროფესიის არჩევისას ახალგაზრდებისთვის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი პიროვნული კმაყოფილება და სიმდიდრის დაგროვებაა. გამოკითხვის საპირისპიროდ, რომლის მიხედვითაც თაობა Z წინამორბედებთან შედარებით მეტად ღელავს დამსაქმებლის სოციალური პრობლემების მიმართ დამოკიდებულებაზე, Axios-ის კვლევის მიხედვით, სოციალურ გარემოზე გავლენა მთავარ გადამწყვეტ ფაქტორად ახალგაზრდების მხოლოდ 9%-მა დაასახელა.   

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებისთვის ყველაზე პოპულარული მაღალშემოსავლიანი პროფესიებია. როგორც მკვლევარი, მარტინ მირრამეზანი ამბობს, ეს მათთვის პიროვნული კმაყოფილებისა და ბედნიერების მიღწევის გზას წარმოადგენს. 

"ისინი პროფესიულ გზას არ უყურებენ, როგორც საბოლოო მიზანს. მათთვის ეს საბოლოო მიზნისთვის მიღწევის საშუალებაა". - ამბობს მარტინ მირრამეზანი. 
 

კომენტარები