რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვია რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვებას სთხოვს – საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის თქმით, რუსეთის ელჩი ლატვიაში ქვეყანას 24 თებერვლამდე დატოვებს. რინკევიჩმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტებას ემსახურება

"უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი რუსული აგრესიისა და ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად, ლატვია 24 თებერვლიდან რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო შეასუსტებს". - წერს რინკევიჩი. 

რინკევიჩის თქმით, გადაწყვეტილება ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად მიიღეს, რომელიც რუსეთმა "ტოტალურ რუსოფობიაში" დაადანაშაულა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომავალ თვეში ესტონეთის წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება თხოვა, რის საპასუხოდაც ტალინმა რუსეთის ელჩი გაათავისუფლა. 

კომენტარები