ალეკ ბოლდუინი

მიკი რურკი ბოლდუინზე: იარაღი სახლიდან არ მოუტანია, მისი დადანაშაულება დიდი უსამართლობაა

Newsweek

19 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის იარაღით შემთხვევით სასიკვდილო დაჭრის გამო მსახიობს, ალეკ ბოლდუინს ბრალს წაუყენებენ.

მსახიობმა მიკი რურკმა ბრალდებას უსამართლო უწოდა და ბოლდუინს მხარი დაუჭირა.

"როგორც წესი არასდროს ვინტერესდები რა ხდება გადასაღებ მოედანზე. რაც ჰალინა ჰატჩინს დაემართა საშინელი ტრაგედიაა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავადანაშაულოთ ალეკ ბოლდუინი. მსახიობების უმრავლესობამ იარაღის ხმარება საერთოდ არ იცის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრებაში არ ჰქონიათ იარაღთან შეხება. მას რევოლვერი სახლიდან ან მანქანიდან არ მოუტანია, გადასაღებ მოედანზე არსებულ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელი იარაღის სპეციალისტია. მსახიობს აქვს უფლება და შესაძლებლობა ისროლოს ფუჭი ვაზნები გადაღების დაწყებამდე. დარწმუნებული ვარ ალეკი მომხდარს ძალიან განიცდის. მისი დადანაშაულება დიდი უსამართლობაა". – ამბობს რურკი.

სანტა-ფეს პროკურატურამ საქმე იარაღის სპეციალისტის ჰანა გუტიერეს რიდის წინააღმდეგაც აღძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდუინს და რიდს 18-თვიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.


2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა. 

კომენტარები