რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: რუსეთის ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამამულო ომია

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ რუსეთის ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ "ახალი სამამულო ომია".

"ბორელმა… გაიხსენა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ნაპოლეონი და ჰიტლერი დაამარცხა. შესაბამისად, უკრაინელი ნაცისტები და დასავლეთ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები არიან. მაშასადამე, მათთან ომი არის ახალი სამამულო ომი. და გამარჯვება ჩვენი იქნება. როგორც ეს 1812 და 1945 წლებში იყო". – წერს მედვედევი Telegram-ზე.

აღსანიშნავია, რომ რამშტაინის ფორმატის შეხვედრის წინა დღეს, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ რუსეთის დამარცხებამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.

"ბირთვული ძალის დამარცხებამ კონვენციურ ომში შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. [...] ბირთვული ძალები არ აგებენ მსხვილ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული. ეს აშკარა უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსისთვისაც, რომელსაც ჭკუის ნატამალი მაინც აქვს შენარჩუნებული". – წერს მედვედევი Telegram-ზე.

კომენტარები