რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ბირთვული ძალები არ მარცხდებიან კონფლიქტებში, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის უკრაინაში დამარცხებამ შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. 

მედვედევმა ამის შესახებ, NATO-ს და მისი პარტიორი სახელმწიფოების შეხვედრის წინ დაწერა, სადაც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარება უნდა იყოს განხილული. 

"ბირთვული ძალის დამარცხებამ კონვენციურ ომში შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. [...] ბირთვული ძალები არ აგებენ მსხვილ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული. ეს აშკარა უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსისთვისაც, რომელსაც ჭკუის ნატამალი მაინც აქვს შენარჩუნებული". – წერს მედვედევი Telegram-ზე.

კომენტარები