ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი კომისიას მოუწოდებს, ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპარლამენტი კომისიას სთხოვს, დაიწყოს გამოძიება გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქმიანობის შესახებ. კომისარს ბრალი ედება განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის განვითარებისთვის არასაკმარისი მხარდაჭერაში. 

პარლამენტარებმა მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება ცნობებთან დაკავშირებით, რომ ყოფილი დიპლომატი "განზრახ ცდილობდა აეცილებინა და შეესუსტებინა დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებში".

პარლამენტმა მოუწოდა კომისიას უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ წარდგენილი ვარჰეის მოქმედებებისა და პოლიტიკის შესახებ დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება და დაადგინოს არღვევს, თუ არა ის ევროკომისიის წევრთა ქცევის კოდექსს. 

გამოძიებას ევროპარლამენტში სოციალისტ-დემოკრატთა ფრაქცია ხელმძღვანელობს.

15 ნოემბერს ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების სვლა ევროკავშირისკენ. "ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს", - აღნიშნა ვარჰეიმ.

კომენტარები