დანი ალვეში

დანი ალვეში სექსუალური ძალადობის საქმის ფარგლებში ბარსელონაში დააკავეს

ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვეში ბარსელონაში სექსუალური ძალადობის საქმის ფარგლებში დააკავეს.

დღეს, 20 იანვარს, ალვეში პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა საქმეზე ჩვენების მისაცემად. მალევე, 39 წლის ფეხბურთელი პოლიციამ დააკავა. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც გადაწყდება, საქმის გამოძიებამდე დანი ალვეში საპატიმროში იქნება, თუ არა.

საქმე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება, რომელიც მბრალდებლის თქმით, 2022 წლის 30 დეკემბერს ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ორი დღის შემდეგ ქალმა დანი ალვეჩის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

იანვრის დასაწყისში Antena 3-თან დანი ალვეშმა საქმეზე ილაპარაკა და ძალადობის ფაქტი უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ 30 დეკემბერს ღამის კლუბ Sutton-ში იმყოფებოდა.

"ვცეკვავდი და კარგ დროს ვატარებდი, სხვისი პირადი სივრცის შელახვის გარეშე. არ ვიცი, ვინც არ ის ქალი... ქალს ეგრე როგორ მოვექცევი? არა". - ამბობს დანი ალვეში ინტერვიუში.

კომენტარები