რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი უკრაინაში დახმარების ახალ, ყველაზე დიდ პაკეტს აგზავნის – უკრაინული მედია 

ფინეთმა უკრაინისთვის მე-12 სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

"თავდაცვითი მასალის ამჟამინდელი პაკეტი აშკარად ყველაზე დიდია. ფინეთი უკრაინას მძიმე არტილერიასა და საბრძოლო მასალებს აწვდის". – თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ.

გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტმა 19 იანვარს მთავრობის წინადადების საფუძველზე მიიღო. 

ზოგიერთი ამ იარაღის მიწოდება შესაძლებელი გახდა ფინეთისა და შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის წყალობით. 20 იანვარს, ქვეყნები ხელს მოაწერენ ორმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ შვედეთი, საჭიროების შემთხვევაში, ომის ფონზე ფინეთთან ერთად უკრაინას დაეხმარება.

ფინეთს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკრაინაში (აღნიშნული პაკეტის ჩათვლით) 590 მილიონი ევროს დახმარება აქვს გაგზავნილი.

კომენტარები