რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის 9 ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად ხელი ტალინის პირობას მოაწერა 

ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და წარმომადგენლებმა ხუთშაბათს, 19 იანვარს ტალინის პირობას ხელი მოაწერეს. პირობა ომის ფონზე უკრაინასთვის სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებას გულისხმობს.

ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა, ასევე დანიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებმა.

"ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევიდან მათი უკრაინის მიწიდან გაძევების პროცესში. მოკავშირეებისა და პარტნიორების გაერთიანებით უზრუნველვყოფთ, რომ გლობალური სამხედრო მხარდაჭერის ზრდა რაც შეიძლება სტრატეგიული და კოორდინირებული იყოს". - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ახალი ეტაპი უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების, საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გულისხმობს.

კომენტარები