რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება

"ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება […] ყოველი სიკვდილი ომის შედეგია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას. პრეზიდენტი 14 კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა.

პრეზიდენტს ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე საუბრისას რუსეთის როლზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ ტრაგედია ომის შედეგი იყო.

ზელენსკიმ ასევე გამოიყენა თავისი ვიდეო მიმართვა, რათა მოკავშირეებისთვის მოეწოდებინა, სწრაფად გაუგზავნონ უკრაინას მეტი იარაღი რუსეთის ახალ შეტევამდე.


კიევის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი. 

ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ თქვა, რომ ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა, ბროვარის აღმოსავლეთ ნაწილში. მისივე თქმით, 9 ადამიანი ბორტზე იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.

კომენტარები