თქვენ გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე - ქართველი, ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად აზერბაიჯანლები, ეთნიკურად სომხები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, ამან ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.
საქართველო-რუსეთი
კობახიძე: [რუსეთთან] ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და მისასალმებელია
tbl.ge/68rv
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია იმედის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ იმედი აქვს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




