რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ომის მოლაპარკებებით დასრულების ერთადერთი გზაა – სტოლტენბერგი

REUTERS/Stoyan Nenov

Reuters-თან ინტერვიუში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ომის გადამწყვეტ მომენტში უკრაინას იარაღის გაძლიერებული მიწოდება ესაჭიროება. მისი აზრით, სამხედრო მხარდაჭერა ომის მოლაპარკებების საშუალებით დასრულების ერთადერთი გზა არის.

"ეს ომის გადამწყვეტი მომენტია და დგას უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის საჭიროება. თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავინაცვლოთ და მშვიდობიანი გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას". - ამბობს სტოლტენბერგი ინტერვიუში.  

20 იანვარს გერმანიაში შეხვედრა იგეგმება, რომელსაც 50 ქვეყნის თავდაცვის ლიდერი დაესწრება. შეხვედრაზე გადაწყდება გადასცემს, თუ არა გერმანია უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს.  

Reuters-ის ცნობით, გერმანიის გადაწყვეტილებაზე სტოლტენბერგმა სიფრთხილე გამოიჩინა, თუმცა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. 

კომენტარები