ენმ

მელია: ზუსტად ვიცი, ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილია, ფიქრობდა, ჯოკერი ჰქონდა

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

"ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერზე თქვა. მელია TV პირველის ეთერში აღნიშნავს, რომ უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული ჩანაწერების გავრცელება იმდენად დიდი სიბინძურეა, რომ შინაარსში შესვლა მის ლეგიტიმაციას ნიშნავს.

"ადამიანები, რომლებიც მე მიპირისპირდებიან, ამ ჩანაწერებს საკუთარი ტელეფონებით დაატარებდნენ, რეგიონშიც, თბილისშიც. ეს ხომ ყველა აქტიურმა წევრმა იცის" - ამბობს მელია.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ზუსტად იცის, რომ ჩანაწერების გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია.

"მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეგულებოდა ეს ჩანაწერი და იფიქრა, რა კანდიდატითაც არ უნდა დავუპირისპირდე მელიას, თუნდაც მართალი იყოს, თუნდაც მტყუანი, მე იქ ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით გაავვრცელებინებ ვიღაცას... ეს ჩანაწერი ეიმედებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს" - თქვა მელიამ.

კომენტარები