გერმანია

გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი ბორის პისტორიუსი იქნება – გერმანული მედია

ბორის პისტორიუსი

ქვემო საქსონიის შტატის სოციალ-დემოკრატი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბორის პისტორიუსი გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიებში გავრცელდა.

16 იანვარს კრისტინ ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლამბრეხტის მიერ თანამდებობის დატოვება სოციალურ მედიაში გავრცელებულ საახალწლო მიმართვას უკავშირდება, რომელიც გერმანული პრესის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს. 

ბორის პისტორიუსი ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 9 წელი იკავებდა. 2013 წლის შემდეგ, პისტორიუსი მუშაობა შიდა უსაფრთხოების, კიბერდანაშაულისა და მიგრაციის მიმართულებით. 

კომენტარები