რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: სოლედარსა და ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვაგნერის ჯგუფის თავდასხმების ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში და ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციებს თითქმის ინარჩუნებენ. 

"კრემინას ირგვლივ ბრძოლა ადგილობრივი თავდასხმების და კონტრშეტევების კომპლექსური სერიით ხასიათდება. თუმცა, საბოლოო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, ქალაქ კრემინას გარეუბნამდე წინსვლას აგრძელებენ". – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას სხვადასხვა სექტორში შეზღუდული მიღწევები აქვთ. 

"ამ ვითარებაში ორივე მხარის მთავარი ამოცანაა, შექმნამ ქმედითუნარიანი ჯარის ნაწილები, რომლებსაც ფრონტზე ჯერ არ გამოუყენებიათ და ისინი შეძლებენ, არსებული ტაქტიკური წარმატებების გამოყენებას ოპერატიული გარღვევის შესაქმნელად". – წერია ბრიტანეთის დაზვერვის 16 იანვრის ანგარიშში. 

13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ისინი ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ სოლედარს აკონტროლებდნენ. უკრაინამ ინფორმაცია მალევე უარყო

კომენტარები