რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოსფორის სრუტეში მოძრაობა შეჩერდა – REUTERS

უკრაინიდან თურქეთში მიმავალი სატვირთო გემი ორშაბათს, 16 იანვარს ბოსფორის სრუტეში შეჩერდა. როგორც Reuters-ი წერს, გემს დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო მოძრაობა ბოსფორის სრუტეში ამ დრომდე შეჩერებულია. სანაპირო დაცვის ორგანოს ინფორმაციით, გემებს შორის იყო რამდენიმე ბუქსირი, რომელიც სატვირთო გემის დასახმარებლად გაგზავნეს.   

2022 წლის ივლისში გაეროს შუამავლობითა და თურქეთის მოდერაციით ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება უზრუნველყოფდა უკრაინის პორტებიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ხორბლის (და არა მარტო) უსაფრთხო გადაზიდვას და იმ მცირეთაგანი იყო, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის შედგა ომის დაწყების შემდეგ.

კომენტარები