რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი: ქალაქთან დრონი ჩამოვაგდეთ

ბელბეკის აეროდრომი ანექსირებულ სევასტოპოლში
ТАСС

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქის, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ქალაქის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, სევასტოპოლში ისმოდა აფეთქებების ხმები.

2022 წლის აგვისტოდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ანექსირებულ სევასტოპოლში სისტემურად აქტიურდება და ისმის აფეთქებების ხმები. როგორც რუსულ მედიაში წერენ, სისტემები ძირითადად მცირე ზომის უკრაინული დრონების გამო აქტიურდება.

აქამდე დრონების სამიზნე ქალაქთან მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბელბეკის აეროდრომიც გამხდარა.

კომენტარები