რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNIAN: ზელენსკიმ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის 198 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ბელარუსის 198 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ შეთავაზებული წინადადებების შედეგად, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის 15 იანვრის ბრძანებულებაში არის ნათქვამი. 

შემაკავებელი ზომები 10 წლის ვადითაა შემოღებული.

სანქციები პრორუსი ჟურნალისტის, დიანა პანჩენკოს მიმართაც გამოიყენეს. იგი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხზე მუშაობდა. ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლულია.

კომენტარები