რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ პრორუს მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიმართვაში ისაუბრა. 

"უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, შევუწყვიტო მოქალაქეობა ოთხი პირს: ანდრეი დერკაჩს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინს და ვიქტორ მედვედჩუკს. თუ სახალხო დეპუტატები ირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ მკვლელებს, რომლებიც მოვიდნენ უკრაინაში, მაშინ ჩვენი ქმედებები შესაბამისი იქნება". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 2022 წლის 12 აპრილს დააკავა. ლვოვის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა.  უკრაინის სასამართლომ პრორუს ოლიგარქს, მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს რუსეთის ფედერაციიდან კონტროლირებადი აქტივები ჩამოართვა.  სექტემბერში, უკრაინამ მედვედჩუკი სამხედრო ტყვეებში გაცვალა. 

კომენტარები