ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი პროდიუსერი, რატი აბზიანიძე ავრცელებს.

კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში.

1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში დიელო, რერო; 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ ორერას სოლისტი.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია ("შეხვედრა მთაში"), ბენჟამენ ღლონტი ("არ დაიდარდო", 1968), გიორგი მიქელაძე ("მე, გამომძიებელი", 1971), პავლე ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვალიკო მიზანდარი ("მიმინო", 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი ("იცოცხლე გენაცვალე", 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "მამაკაცები და სხვები"(1985);

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის პარტიული სიით.

კომენტარები