რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი კრივოი როგი დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რაკეტა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის მახლობლად კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა. 

პირველადი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაშავებულზე. 

მედიის ცნობით, უკრაინელებმა 4 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს. 

14 იანვარს რუსებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს. რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა. ბოლო მონაცემებით 7 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილზე ამ დრომდე მაშველები მუშაობენ. 

კომენტარები