მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ცაგარეიშვილი: მაგნიტსკის "ბუტირკაში“ ამოხადეს სული, შეადარეთ ოროთახიან VIP-პალატას

თუ გაინტერესებთ, პუტინის რეჟიმმა და პუტინის ჯალათებმა რა დამართეს მაგნიტსკის, ორი ღერი ინგლისური ხომ იცით? დასერჩეთ, დაძებნეთ და ნახეთ, ვინ იყო მაგნიტსკი, რა პირობებში იმყოფებოდა. თუ არ ვცდები, ამ ადამიანს სული "ბუტირკაში“ ამოხადეს. შემდეგ ეს ყველაფერი ოროთახიან ვიპპალატას და ათასობით მნახველს შეადარეთ, დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, ვინ ტანჯავს და ვინ დევნის სწორუპოვარ გმირს და ჰუმანისტ სააკაშვილს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაზე. ხაჭაპურიძის თქმით, მაგნიტსკის სიის ქართული ანალოგი უკვე მზადაა და სიაში დაახლოებით 20 ადამიანამდე შევა, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

კომენტარები