ნაომი ოსაკა

"2023 გაკვეთილებით სავსე იქნება" - ნაომი ოსაკა ორსულად არის, ჩოგბურთს 2024-ში დაუბრუნდება

იაპონელი ჩოგბურთელმა, ნაომი ოსაკამ დაწერა, რომ ორსულად არის და ჩოგბურთს 2024 წელს დაუბრუნდება.

"იმ რამდენიმე თვემ, რომლებიც ჩოგბურთის გარეშე გავატარე, განახლებული სიყვარული და დაფასება მომცა სპორტისთვის, რომელსაც ცხოვრება მივუძღვენი. [...] ვიცი, რომ მომავალში ძალიან ბევრი რამ მელის, მაგრამ ერთ-ერთი მომენტი, რასაც ველოდები, არის რომ ჩემმა შვილმა ჩემს რომელიმე თამაშს უყუროს და ვინმეს უთხრას - ეს დედაჩემია". - წერს ნაომი ოსაკა.

ქალებს შორის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა პოსტთან ერთად twitter-ზე ექოსკოპიის სურათიც გამოაქვეყნა და თქვა, რომ 2023 წელი მისთვის გაკვეთილებით სავსე იქნება, 2024 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდება.

ნაომი ოსაკას კარიერის განმავლობაში ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობები 2-2-ჯერ აქვს მოგებული. 

კომენტარები