იარაღის მიყიდვის შეჩერება

ილინოისის შტატი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვებს აწესებს

პროტესტი აღლუმზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან - ჰაილენდ პარკი, ილიონისი, აშშ, 2022 წლის 7 ივლისი
REUTERS/Cheney Orr

Reuters-ის ინფორმაციით, ილინოისის შტატი ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვებს აწესებს. შეზღუდვა გასულ წელს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ აღლუმზე მომხდარ მასობრივ თავდასხმაზე პასუხია. 

ილინოისის გუბერნატორმა ახალ კანონს ხელი 10 იანვარს მოაწერა. კანონი კრძალავს სხვადასხვა ტიპის იარაღს, რომელიც ერთი გასროლის შემდეგ ავტომატურად იტვირთება. შეზღუდვები ათობით იარაღის პოპულარულ, ამერიკელ მწარმოებელზე გავრცელდება.  

ახალი კანონით ასევე იკრძალება თოფები, რომლებიც 10-ზე მეტ ტყვიას და პისტოლეტები, რომლებიც 15-ზე მეტ ტყვიას იტევს. გარდა ამისა, იკრძალება 50 კალიბრიანი იარაღებიც. პირებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის იარაღებს უკვე ფლობენ, მათი შენახვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარაღს დაარეგისტრირებენ.  

Reuters-ის ინფორმაციით, ილინოისის გარდა, იარაღზე აკრძალვების დაწესებას კიდევ 8 შტატი აპირებს. 

ცვლილებებს აპროტესტებს მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და იარაღის საკუთრებაზე ამერიკელების უფლებებს არღვევს. 

კომენტარები