რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინისა და რუსეთის სახალხო დამცველებმა ანკარაში შეხვედრა გამართეს

უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები თურქეთის დედაქალაქ ანაკარაში შედგა. შესაბამის ინფორმაციას ლუბინეცი Facebook-ზე ავრცელებს.

"შეხვედრა წარსულში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შედგა. განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი". - წერს ლუბინეცი.

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, მხარეებმა კონკრეტული წინადადებები გაცვალეს და ის აგრძელებს თითოეული უკრაინელის დასახმარებლად მუშაობას.

კომენტარები