აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში, რომლის უმრავლესობასაც რესპუბლიკელები შეადგენენ, იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას უყარეს კენჭი. რესპუბლიკელების განმარტებით, საქმე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური მთავრობისა და FBI-ის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ "შეიარაღებას" ეხება. მათ წამოწყებას დემოკრატები "პარტიზანულ თევზაობას" უწოდებენ. 

Reuters-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელები მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებაში არსებული ცენზურის გამოძიებასაც აპირებენ. ისინი განიხილავენ მთავრობისადმი საჩივრებს, რომლებიც თეთრი სახლის საწინააღმდეგო მოსაზრებების გავრცელების აკრძალვას ეხება. Reuters-ის ცნობით, მზადდება კანონპროექტი, რომელიც აღმასრულებელ ორგანოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის დარეგულირებასა და შემოწმებას მოითხოვს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას, წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯეიმს კომერმა თქვა, რომ დროა რესპუბლიკელები ამოქმედდნენ არასანდო ფედერალური ბიუროკრატიის სამართალდარღვევების გამოსააშკარავებლად.   

Reuters-ის ცნობით, რესპუბლიკელები საკუთარი უმრავლესობის გამოყენებას იუსტიციის დეპარტამენტის, FBI-ის და სხვა ფედერალური სააგენტოების წინააღმდეგ ცდილობენ, რომლებიც კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე გამოძიებაში არიან ჩართული. 


მას შემდეგ, რაც კალიფორნიის 27-ე საარჩევნო ოლქში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკ გარსიამ დაამარცხა დემოკრატი კანდიდატი კრისტი სმითი, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს. 

კომენტარები