რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: მცდარი ცნობების მიუხედავად, რუსებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის სამხედრო
ria.ru

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 10 იანვრის ანგარიშში ნახსენებია დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი სოლედარი. ანგარიშის მიხედვით, მცდარი რუსული ცნობების მიუხედავად, რუსულ ძალებს ქალაქი სრულად არ დაუპყრიათ.

ანგარიშის მიხედვით, ქალაქის დაცემის შესახებ რუსეთის ინფორმაცია რომც სიმართლე იყოს, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ქალაქი ბახმუტი ალყაში მოექცევა და რომ რუსული ძალები გააკონტროლებენ უკრაინის კრიტიკულ საკომუნიკაციო ხაზებს.

"სულ რომ სიმართლე იყოს რუსეთის ცნობები, სოლედარის ხელში ჩაგდება არ მოასწვავებს ბახმუტის გარდაუვალ ალყაში მოქცევას. მხოლოდ სოლედარის კონტროლი არ მისცემს რუსულ ძალებს საშუალებას, კონტროლი დაამყარონ უკრაინის კომუნიკაციის კრიტიკულ ხაზებზე". – წერია კვლევითი ცენტრის ანგარიშში. 

10 იანვარს, ღამის საათებში, Telegram-ზე გავრცელდა რუსი ოლიგარქისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, რომელშიც ოლიგარქი იუწყება, რომ ვაგნერის დაჯგუფებამ ქალაქი სოლედარი სრულად ხელში ჩაიგდეს.

კომენტარები