ისრაელი

ისრაელის კომუნიკაციების ახალი მინისტრი: ისრაელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილი არაა

Avshalom Sassoni/Flash90

ისრაელის კომუნიკაციის მინისტრის, შლომო კარჰიმის თქმით, არ არსებობს საჭიროება, მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას ისრაელში. მან დამატებით აღნიშნა, რომ აპირებს Kan-ი  მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად დახუროს.

"ჩემი აზრით, დღეს, მაშინ როდესაც არსებობს არჩევანის ფართო სპექტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ადგილი არ არის". - განმარტა მინისტრმა.

რაიხმანის უნივერსიტეტში DIGIT 2023-ის ციფრული ჟურნალისტიკის კონფერენციაზე საუბრისას კარჰიმ აღნიშნა, რომ თავისუფალი ბაზრის დასაცავად ლიკუდის პარტიის პოლიტიკა ინდუსტრიაში "დაბრკოლებებისა და რეგულირების მოხსნაა". 

"ვფიქრობ, მედია მემარცხენეების მიმართ ზედმეტადაა მიკერძოებული, შესაძლოა ვცდებოდე. თუმცა, მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს". - აღნიშნა კარჰიმ. 

კარჰის გამოსვლისას აუდიტორიაში ისმოდა შეძახილი: "არ არსებობს დემოკრატია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე". 

კარჰის მტკიცებით, Kan-ის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ორგანოებს შორისაა, რომლებიც აკონტროლებენ სიტყვას და, მეტიც, "კარგავენ კავშირს საზოგადოებასა და მედიას შორის". 

"ბევრი ცვლილება იგეგმება". - აღნიშნა კარჰიმ და ბიუჯეტის მომავალ კვირას წარდგენა დააანანონსა.

ლიკუდის პარტიას, რომელსაც პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, დიდი ხანია ადანაშაულებენ, რომ Kan-ის დახურვა სურს.

2017 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებამ კოალიცია ლამის დაშალა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი ამბების დეპარტამენტის დახურვამ ნეთანიაჰუს ამჟამინდელ მემარჯვენე-რელიგიურ მთავრობაში წინააღმდეგობა გამოიწვიოს.

კომენტარები