რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ბახმუტს ალყაში მოაქცევს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამხურის 10 იანვრის ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსეთისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ძალებმა ტაქტიკური წინსვლა განახორციელეს დონბასის ქალაქ სოლედარში და სავარაუდოდ მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. 

ბრიტანეთის შეფასებით, სოლედარის დაკავება, რომელიც ბახმუტიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში მდებარეობს, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. 

"ბახმუტზე მზარდი ზეწოლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ქალაქს ალყაში მოაქცევს, რადგან უკრაინული ძალები მომარაგების არხების კონტროლს და სტაბილური თავდაცვითი ხაზების შენარჩუნებას განაგრძობენ". – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

როგორც ცნობილია, რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტში მისი ძალებისთვის არსებულ სირთულეებზე ვაგნერი წევრებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტი უკრაინელ სამხედროებს მჭიდროდ გამაგრებული აქვთ და მათი თავდაცვის ხაზების გარღვევა სირთულეს წარმოადგენს. მისი განმარტებით, ბრძოლა ყოველი სახლის დაცვისთვის მიმდინარეობს.

კომენტარები