ტელეკომპანია Дождь

ნიდერლანდებში რუსულ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ხუთწლიანი ლიცენზია მისცეს

REUTERS/Denis Kaminev

ნიდერლანდების მედიის სამსახურის მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნიდერლანდებში დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია Дождь-ს ხუთწლიანი მაუწყებლობის ლიცენზია მისცეს

დოკუმენტი, რომელიც 22 დეკემბრითაა დათარიღებული, კომერციული სატელევიზიო მაუწყებლობის სერვისს უზრუნველყოფს. Reuters-ის ინფორმაციით, საიტზე განცხადების გამოქვეყნების ზუსტი დრო უცნობია.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ივლისიდან მოყოლებული, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა ლატვიასა და სხვა ქვეყნებში გადაიტანა. თუმცა ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია 8 დეკემბრიდან შეუწყვიტა. ფორმალურ მიზეზად ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა დასახელდა. 

როგორც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოში აღნიშნავენ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ვერ გააცნობიერა ვერც ცალკეული დარღვევის სიმძიმე და ვერც დარღვევების ერთობლიობის სიმძიმე.

ტელეკომპანია თავდაპირველად ეთერში რუკის ჩვენებისთვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად ჩანდა, ასევე რუსეთის არმიის "ჩვენ არმიად" მოხსენიებისთვის 10 000 ევროთი დააჯარიმეს. შემდეგ კი გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში, გადაცემის წამყვანის, ალექსეი კარასტელიოვის მიერ რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადების გაჟღერებისთვის.

მომხდარის შემდეგ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ეკატერინა კოტრიკაძემ კარასტელიოვის განცხადებების გამო რედაქციის სახელით ბოდიში მოიხადა და მაყურებლებს მისი გათავისუფლებების შესახებ აცნობა.

ლატვიის შემდეგ, ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია Дождь-ის მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Delfi ადასტურებს.

კომენტარები