რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამ წუთებში სოლედარში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, ოკუპანტებმა ქალაქ სოლედარზე ძლიერი შეტევა წამოიწყეს

"სოლედარის ხელში ჩაგდების წარუმატებელი მცდელობისა და უკან დახევის შემდეგ, მტერი გადაჯგუფდა, დანაკარგები აღიდგინა, ტაქტიკა შეცვალა და ძლიერი შეტევა წამოიწყო". - წერს მალიარი Telegram-ზე. 

მალიარის ინფორმაციით, ამჟამად მტერმა ქალაქთან დამატებით დანაყოფები მოაბილიზა, მათი უდიდესი ნაწილი კი სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის რეზერვისტია.

მალიარის თქმით, ამ წუთებში სოლედართან სასტიკი ბრძოლები მიმდინარებს. ოკუპანტები ფაქტობრივად საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს თელავენ, ზოგჯერ კი ფარად თავიანთ სამხედროებსაც კი იყენებენ.

"ჩვენი სამხედროები გამბედავად იცავენ მშობლიური მიწის ყოველ მეტრს. სასტიკი ბრძოლები სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს". - წერს მალიარი.

კომენტარები