მიხეილ სააკაშვილი

გერმანიის ელჩი სააკაშვილზე: მძიმე ავადმყოფობაზე ცნობები შეშფოთების მიზეზია

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ [მიხეილ სააკაშვილის] საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება  სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია. ჩვენი პოზიციით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცულია. ასევე, მთავრობა არის პასუხისმგებელი პატიმრების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ. 

ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი Georgia Today-სთან ინტერვიუში. 

კომენტარები