ლამზირა ჩხეიძე

მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა

ლამზირა ჩხეიძე

მსახიობი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს. 

ლამზირა ჩხეიძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი .

1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.

მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო(ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), ანგელა(გ. სევასტიკოგლეს "ანგელა"), ტანია(ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხლები"), ციური(გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ივლიტე ბოსტოღანაშვილი(კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მზია(გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ანგუსტიასი(გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი(მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვ.

მსახიობს შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში. ის იყოს საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი. 

კომენტარები