მიხეილ სააკაშვილი

ვაკარჩუკი სააკაშვილს: გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად, არ დაკარგოთ იმედი

ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფის, Океан Ельзи-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელიც სააკაშვილმა FACEBOOK-ზე გამოაქვეყნა.

"ძვირფასო მიხეილ

შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან.

ღმერთი გფარავდეთ!"- აღნიშნულია წერილში. 

 

კომენტარები