ფინეთი უკრაინის თავდაცვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიკო სავოლა Twitter-ზე ავრცელებს.
"ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ დახმარების მე-12 პაკეტს. გადაწყვეტილებები უახლოეს კვირებში მიიღება". – წერს მიკო სავოლა.
ამას გარდა, სავოლას თქმით, დახმარების პაკეტის შესახებ დეტალები უსაფრთხოების მიზნით არ ვრცელდება.
როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლოს ფინეთის მთავრობამ უკრაინაში 28.8 მილიონი ევროს ღირებულების მე-11 სამხედრო პაკეტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
დახმარების ყველა პაკეტის ჯამური ღირებულება, რომელიც ფინეთმა უკრაინას ამ დრომდე გაუგზავნა, 189.2 მილიონ ევროს შეადგენს.