აფეთქება სომალიში

სომალის პროვინცია ჰირაანში ორი მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა

სომალის პროვინცია ჰირაანში ორი მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.  

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა რადიკალურმა მოძრაობა ალ-შაბააბმა აიღო.

ქალაქ მაჰასის რაიონული კომისრის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე მისი და ადგილობრივი დეპუტატის სახლები იყო, თუმცა, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 

თვითმხილველების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ნამსხვრევებმა შემთხვევის ადგილიდან დიდი მანძილით დაშორებული პირებიც კი დააზიანა.

კომენტარები