თავდასხმა ციხეზე

CNN: მექსიკის ციხეზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, იძებნებიან გაქცეული პატიმრები

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მექსიკის სასაზღვრო ქალაქ სიუდად-ხუარესში ციხეზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. ციხეს თავს პირველ იანვარს დაესხნენ. 

ჩიუაუას შტატის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, დაღუპულია 10 დაცვის თანამშრომელი და 4 პატიმარი. დაშავებულთა რიცხვი კი 13-ს აღწევს. 

პროკურატურის ცნობით, ინციდენტი პირველი იანვრის დილით, ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე მოხდა. შეიარაღებული პირები ციხესთან ჯავშანტექნიკით მივიდნენ და დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული სიტუაციით ისარგებლეს პატიმრებმა და ციხიდან გაიქცნენ. 

CNN-მა პროკურატურისგან დამატებითი ცნობები გამოითხოვა. მისი ცნობით, სიუდად-ხუარესი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია. იგი ნარკოკარტელების ბრძოლის  ეპიცენტრია. მსგავსი რამ სასაზღვრო ქალაქის ციხეში პირველად არ მომხდარა.  

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იდგა თავდასხმის უკან. 

კომენტარები