მარტინა ნავრატილოვა

მარტინა ნავრატილოვას ყელისა და მკერდის კიბო დაუდგინეს

მარტინა ნავრატილოვა
Reuters

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელის, მარტინა ნავრატილოვას თქმით, მას ყელისა და მკერდის კიბო დაუდგინეს.

"სასურველი შედეგის იმედი მაქვს. რაღაც ხანს უსიამოვნო იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ". – აღნიშნა ნავრატილოვამ ქალთა ჩოგბურთის ასოციაციასთან საუბრისას. 

ჩეხეთში დაბადებულ ნავრატილოვას, რომელიც აშშ-ს მოქალაქე 1981 წელს გახდა, მკერდის კიბოს დიაგნოზი 2010 წელსაც დაუსვეს, რომელიც წარმატებით დაამარცხა. 

ნავრატილოვამ ერთეულებსა და წყვილებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, დიდი სლემის 59 ტიტული აქვს მოგებული. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგნად ითვლება.

კომენტარები