აშშ-ს ბიუჯეტი

ბაიდენმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს დახმარებას მოიცავს

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც თითქმის $1.7 ტრილიონის ხარჯებს მოიცავს. აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტი უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს. 

ბიუჯეტის კანონში წერია, რომ 2023 წლის სექტემბრამდე აშშ უკრაინის დასახმარებლად $45 მილიარდს გამოყოფს. აქედან $9 მილიარდი უკრაინის სამხედრო დახმარებას მოხმარდება, 12 - ჰუმანიტარულ საჭიროებებს, 16 - აშშ-ს არმიის რეზერვების შევსებას მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი იარაღს კიევს გადასცემს, ხოლო კიდევ $7 მილიარდი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების დაფინანსებას მოხმარდება.

ასევე, 4155-გვერდიანი ბიუჯეტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის დახმარების სახით დაახლოებით $132 მილიონს გამოყოფს.

კომენტარები