კოსოვოელი სერბები

19 დღის შემდეგ კოსოვოელი სერბები გზებიდან ბარიკადების აღებას დათანხმდნენ

AP

კოსოვოში მცხოვრები სერბული უმცირესობა ბარიკადების აღებას დათანხმდა. სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოელ სერბებს სერბეთის ქალაქ რასკაში შეხვდა და აღნიშნა, რომ ბარიკადების პროცესი ხანგრძლივია და მას დრო დასჭირდება.

კოსოვოელი სერბები კოსოვოს ჩრდილოეთში გზებს 19 დღის განმავლობაში ბლოკავდნენ. შემდეგ კი ისინი ევროკავშირისა და აშშ-ს მოწოდებებს დათანხმდნენ. ევროკავშირმა და აშშ-მ, რომლებიც ბელგრადსა და პრისტინას შორის მოლაპარაკებებს შუამავლობენ, კოსოვოელ სერბებს გარანტია მისცეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გზებს კეტავდნენ პასუხისგებაში არ მიეცემოდნენ.

კოსოვოელი სერბები გზების გადაკეტვის გამოყენებით, მათი დასახლებებიდან კოსოვოს პოლიციის გაცვლას და საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვდნენ.

კომენტარები