ბიუჯეტის ფლანგვა

GMC: თბილისის განათებები 6-ჯერ მეტი ჯდება, ვიდრე ჰელსინკის, ფინეთის მოქალაქე 10-ჯერ მდიდარია

კახა კალაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის (GMC) ინფორმაციით, ჰელსინკის მერიამ საშობაო ილუმინაციებსა და ნაძვის ხეზე 130 000 ევრო დახარჯა მაშინ, როდესაც თბილისის მერია ამავე მიზნით, დაახლოებით, 2.3 მილიონ ლარს ხარჯავს.

GMC აღნიშნავს, რომ ფინეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეზე 10-ჯერ უფრო მდიდარია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, თბილსერვის ჯგუფმა წინასაახალწლოდ 6 ტენდერი გამოცხადა, საიდანაც 5 უკონკურენტო გარემოში ჩატარდა. 

განათებების გარდა, თბილისის მერიამ 5 მილიონი ლარი შობა-ახალი წლის ღონისძიებების ჩასატარებლად, გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯა.

კომენტარები