რუსეთი

მედვედევი 2023-ში გერმანიასა და საფრანგეთს შორის კონფლიქტსა და ამერიკაში სამოქალაქო ომს მოელის

facebook.com/Dmitry.Medvedev

რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამხედრო-სამრეწველო კომიკიაში პუტინის პირველ მოადგილედ დაწინაურდა, 2023-ში გერმანიასა და საფრანგეთს შორის ომი და აშშ-ში კი, ილონ მასკის პრეზიდენტობით დასრულებული, სამოქალაქო ომი ივარაუდა

"სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიასა და ტეხასში, შედეგად ეს შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოებად იქცევიან. ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანებას. ილონ მასკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ შტატებში, რომლებიც, ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების იქნება". - ვკითხულობთ მედვედევის Twitter-ზე.

2023 წლის პროგნოზების სიაში, რომელიც მან მის პირად Telegram-ისა და Twitter-ის ანგარიშებზე გამოაქვეყნა, ასევე იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება, რაც თავის მხრივ, მედვედევის ვარაუდით, საბოლოოდ დაშლის ალიანსს. 

"პოლონეთი და უნგრეთი დაიკავებენ ადრე უკრაინის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ რეგიონებს. შეიქმნება მეოთხე რაიხი, რომელიც მოიცავს გერმანიის ტერიტორიას და მის სატელიტებს, ანუ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, კიევის რესპუბლიკას და სხვებს". - წერს Twitter-ზე მედვედევი. 

მედვედევი, ამასთანავე, მოელის, რომ ყველა დიდი ფინანსური ინსტიტუტი აშშ-სა და დასავლეთს დატოვებს და აზიაში გადაინაცვლებს. 

კომენტარები