კრიმინალი

"12 წლის მოზარდს მოწყალების თხოვნასა და ქურდობას აიძულებდა" – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობა შეეფარდა ბრალდებულს, რომელიც 12 წლის მოზარდს მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით მოწყალების მოთხოვნასა და წვრილმანი ნივთევის ქურდობას აიძლებდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები