რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე თქმით, დრონის ნამსხვრევებმა სამი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.
აქამდე ტელეგრამ-არხ BAZA-ზე გავრცელდა ცნობები, რომ ენგელსის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქბების ხმა ისმოდა.
5 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს მდებარე აეროდრომებზე სარატოვისა და რიაზანის ოლქებში იერიშები მიიტანეს. შედეგად მოკვდა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა Ту-95-ის ტიპის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი. როგორც გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, უკრაინელებმა იერიშებისთვის მოდერნიზებული საბჭოთა დრონები გამოიყენეს.
რუსეთი ამ აეროდრომებს უკრაინაზე მასობრივი იერიშების მისატანად იყენებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



